რუსეთმა საწვავის გაყიდვით ევროკავშირისგან მილიარდი ევრო მიიღო – Politico

28
spot_img

ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ხვრელის გამო 2023 წელს რუსეთმა საწვავის გაყიდვით ევროკავშირისგან მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ Politico ორგანიზაცია NGO Global Witness-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

NGO Global Witness-ის ცნობით, 2023 წელს ევროკავშირმა 35 მილიონი ბარელი გადამუშავებული საწვავი, მეტწილად დიზელი, შეიძინა, რომლის ნაწილი რუსული წარმოშობის იყო.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მოქმედებს აკრძალვა რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე, ქვეყნებს მაინც შეუძლიათ რუსული ნედლი ნავთობი, მას შემდეგ რაც ის სადმე სხვაგან საწვავში გადამუშავდება. კვლევის თანახმად, რუსული საწვავი შედის ევროკავშირში ინდოეთისა და თურქეთის გავლით, ხოლო მის სანაცვლოდ გადახდილი ფული კი კრემლამდე მიდის.

Politico წერს, რომ მილიარდი ევრო საკმარისია „შაჰედის“ ტიპის 60 000 ირანული დრონის საყიდლად, რომლითაც მოსკოვი უკრაინის ქალაქებს ბომბავს.