რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც აკრძალა

320
spot_img

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საწვავის ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც ადრე იყო ცნობილი, რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ“. 21 სექტემბერს დამტკიცებული დოკუმენტის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა რუსეთის ტერიტორიიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს.

თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ ვრცელდება.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.