“რუსეთმა გააძლიერა ევროპაში დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ” – გერმანიის საგარეო უწყება

52
spot_img

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რალფ ბესტემ განაცხადა, რომ რუსეთმა გააძლიერა ევროპაში დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ.

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიები უფრო ფართო, დახვეწილი და უხილავი გახდა.

„ეს არის აბსოლუტურად საფრთხე, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მთლიანობაში, [არის] დახვეწილობისა და გავლენის ზრდა, რაც ადრე ვიხილეთ“, – აღნიშნა რალფ ბესტემ.

„ალბათ ბევრი რამ ხდება, რასაც ვერც კი ვხედავთ. უფრო და უფრო მეტი საუბარი მიმდინარეობს კერძო არხებზე Telegram-სა და WhatsApp-ზე. ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა ხდება იქ“, – დასძინა მან.