რუსეთის ტყვეობიდან 90 უკრაინელი გათავისუფლდა

23
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ტყვეობიდან 90 უკრაინელი გათავისუფლდა.

„როგორც დაგპირდით, ჩვენ ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში, უკრაინაში დავაბრუნოთ. ყველა მათგანი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.

როგორც ზელენსკი განმარტავს, ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს დახმარებისთვის.

რუსეთის მხარე აცხადებს, რომ განხორციელდა გაცვლა და მათი 90 სამხედრო მოსამსახურე რუსეთში დაბრუნდა.