ოპოზიციის ბოიკოტი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე -ბექა ოდიშარია

8
x
spot_img

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბოიკოტს საბოტაჟს უწოდებენ. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მათი ოპონენტები ბოიკოტის გზით, გარკვეულ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავის არიდებას ცდილობენ.

„მარგინალური ოპოზიცია რომ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმშია და ამას ხან ბოიკოტს არქმევს, ხან მივლინებას და ხან მოგზაურობას საქართველოს გარშემო, ეს არახალია. ადამიანები, რომლებიც 7-8 თვის განმავალობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ, შემდეგ შემობრძანდნენ და არაფრით არიან დაკავებულები გარდა მავნებლობისა, დესტრუქციისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისა, ახლა საქართველოს კუთხეებში დაიარებიან. რა ანგარიშს აბარებენ? ძალიან მინდა ვკითხო, რა გააკეთეს? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება საზოგადოებას და ზოგადად, საქართველოს სუვერენულ და დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.