რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების 2000-ზე მეტი ერთეული გადასცა და ახლა ამ ტექნიკის „ზურგში გადასროლა“ ხორციელდება.
უწყების განცხადებით, ამით „ვაგნერისგან“ შეიარაღების მიღება დასრულებულია.
„მიღებულია სამხედრო ტექნიკის 2000-ზე მეტი ერთეული, მათ შორის Т-90, Т-80-ს ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“ და „ურაგანი“, საზენიტო და ნაღმმტყორცნელი კომპლექსები, საარტილერიო დანადგარები და სხვ. ასევე, „ვაგნერმა“ დაახლოებით 2500 ტონა საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღის 20 000 ერთეული ჩააბარა“, – ნათქვამია განცხადებაში.