კრასნოდარის მხარის იეისკის რაიონში აზოვის ზღვაში „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩავარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„პილოტი ცოცხალია, მან კატაპულტირება განახორციელა“, – აღნიშნავს წყარო.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, მაშველებმა მფრინავის ევაკუაცია დროულად მოახდინეს.