რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი 87.34%-ით ლიდერობს – TASS

29
spot_img

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 40%-ია დათვლილი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს.

როგორც სააგენტო TASS ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მას 4.11%-ით მოსდევს ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური პარტიიდან“. 3.92% აქვს ვლადისლავ დავანკოვს „ახალი ხალხის პარტიიდან“, ხოლო ბოლო ადგილს ლეონიდ სლუცკი იკავებს „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან“.