დღეს იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

29
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოვა, – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გენერალური მდივანი სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს 17-19 მარტს ეწვევა.

იენს სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.