ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებირუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

spot_img

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები