კვირა, ივნისი 4, 2023
spot_img
Homeსიახლეებისაზოგადოებაბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ოქონობას აღნიშნავენ

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ოქონობას აღნიშნავენ

spot_img

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში ტრადიციულად ოქონობას აღნიშნავენ. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა.

ოქონის მშენებარე ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო წირვას აღავლენს.წირვის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. სასულიერო პირები მოსახლეობას დალოცავენ და ქუჩებს აკურთხებენ.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეჩვიდმეტედ აღინიშნება.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები