რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ – იენს სტოლტენბერგი

14
spot_img

რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, როდესაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ისინი ძალების აღდგენას შეძლებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვხედავთ, იმიტომ, რომ ნატო მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს წარმოადგენს. ნატო ყველაზე ძლიერი ალიანსია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზას მისთვის მომზადება წარმოადგენს.

„მაგრამ იდეა, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, როგორმე მსოფლიოში ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსს თავს დაესხმება ან დააშინებს, მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – აღნიშნა ალექსანდრე სტუბმა.