მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვნახეთ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი, ვიმედოვნებ, ეს გაუგებრობა დასრულდება -რატი ბრეგაძე

8
spot_img

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვნახეთ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი, ვიმედოვნებ, ეს გაუგებრობა დასრულდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტერმინ ორმაგი სტანდარტის გამოყენება არის არა აღქმა, არამედ ფაქტი.

„ჩვენ არ ვერიდებით იმ ტერმინის გამოყენებას რომელსაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი და ეს არის არა აღქმა, არამედ ეს არის ფაქტი. ორმაგ სტანდარტთან და გაურკვევლობასთან დაკავშირებით მე მომიყვანია კიდეც იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციის მაგალითი. ეს იყო 25 აპრილის რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა ჰუმანიტარული მოტივით. ეს მაშინ, როდესაც ერთი კვირით ადრე თავად სააკაშვილმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, გამოიხმო მისი სარჩელი და მისი ადვოკატი წერილში მიუთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. შესაბამისად, ვნახეთ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი, რომელიც იყო რეზოლუციაში. ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობა აუცილებლად დასრულდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით წარმატებული ჩვენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის საშინაო საქმე და ფრანგი ხალხის გადასაწყვეტია.

„უპირველესად, ეს საფრანგეთის საშინაო საქმეა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არც ერთი ქვეყნის საშინაო საქმეში არ ჩავერიოთ და მოზომილად ვისაუბროთ. ფრანგი ხალხის გადასაწყვეტია თუ რა ტიპის კანონი ექნებათ მათ. ჩვენ ვფიქრობთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.