რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა

89
spot_img

რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა. ინფორმაციას unian-ი  ავრცელებს.

საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონი ოთხი „ეს-300”-ის და „ეს-400”-ის სისტემის საზენიტო მართვადი რაკეტით, ასევე უპილოტო აპარატებით ყირიმიდან დაბომბეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული უპილოტო აპარატები დნეპროპეტროვკის, ოდესის და ხერსონის რეგიონებში ჩამოგდეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, მძიმე ზეწოლის ქვეშ მყოფ უკრაინულ ძალებს შესაძლოა, მოუწიოს უკან დახევა, რათა უზრუნველყონ თავიანთი ფრონტის ხაზის დაცვა და საბრძოლო მასალის შენარჩუნება. ზელენსკის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეერთებული შტატები უკრაინას საჭირო სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.