„კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა

30
spot_img

„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი გარდაცვლილი 35 წლის ეთნიკური სომეხი კარენ ენგიბარიანია, რომელიც ტერაქტის დროს ხალხს ევაკუაციაში ეხმარებოდა. მან დიდი ოდენობით კვამლი ჩაისუნთქა და სასუნთქი გზები დაიზიანა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.