გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიას რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო სარდლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბარია ბალისტიკურ რაკეტაზე „ისკანდერ ემი“, 5 რაკეტაზე Х-59 და 12 „შაჰიდის“ ტიპის დრონზე. სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ორი რაკეტისა და 11 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
იერიშის შედეგად, პოლტოვის ოლქში 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი დაშავდა. ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.