“რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს” – დიმიტრი პესკოვი

62
spot_img

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ წესდების მხარეს არ წარმოვადგენთ და მას არ ვაღიარებთ. ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვენ შესაბამისად ვეპყრობით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება არ არის და იქ დახურული პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ორი რუსი მეთაურის, სერგეი კობილაშისა და ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერები გასცა.