“ნაცმოძრაობის“ ხმებზე ნადირობა ფუჭია, პარტიებმა სხვა სტრატეგია უნდა აირჩიონ” – პაატა მანჯგალაძე

31
spot_img

„ნაცმოძრაობის“ ხმების საკუთარ ყულაბაში წაღება ვერავინ შეძლო, ამიტომ პარტიებმა სხვა სტრატეგია უნდა აირჩიონ, „ნაცმოძრაობის“ ხმებზე ნადირობა ფუჭია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, არ ფიქრობს, რომ ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ ხმებზე ნადირობდეს.

„მისგან არ მსმენია, ახალ „ნაცმოძრაობას“ ვაკეთებ და მიშაზე უფრო მიშისტები ვართო. ოპოზიციაში ლიდერი არის „ნაცმოძრაობა“ და ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, ამას „ქართული ოცნებაც“ ვერ უარყოფს. ეს ასე იქნება არათუ არჩევნებზე, არამედ მმართველ გუნდს მოვუგებთ კიდეც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.