“რუსეთი საზღვარგარეთ მისი აქტივების კონფისკაციას შესაბამისად უპასუხებს” – დიმიტრი პესკოვი

91
spot_img

დასავლეთში რუსული აქტივების კონფისკაცია სერიოზულ შედეგებს და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა მუდმივად მუშაობენ რუსული აქტივების უკანონოდ ჩამორთმევის მიზნით.

„ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ სასამართლო და იურიდიულ ხარჯებს მათთვის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ასეთი გადაწყვეტილებებით ისარგებლებს“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება შეიმუშავებს საპასუხო ზომებს.

„ეს იქნება ისეთი ზომები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეეფერება ჩვენს ინტერესებს”, – აღნიშნა პესკოვმა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, რუსული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს, სახელმწიფო მდივანმა კი ის უკრაინასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცეს.