“რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს” – პესკოვი

24
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მოუწოდებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა რეგიონში სიტუაციის სრული დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეინარჩუნოს თავშეკავება, რათა არ გამოიწვიონ სიტუაციის სრული დესტაბილიზაცია რეგიონში, რომელიც ისედაც არ ბრწყინავს სტაბილური და პროგნოზირებადი“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისი თქმით, ირანსა და ისრაელს შორის არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარებისთვის არავის მიუმართავს.

„ამ კუთხით ჩვენთვის არავის მოუმართავს. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და რეგიონს, გამოიჩინონ თავშეკავება“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთმა დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმა მკაცრად დაგმო და რომ ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევაა.