„რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო” ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის ინიციატივით გამოდის

165
spot_img

ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლით გზის გახსნის შესახებ წინადადება გაკეთდა. ამის შესახებ რუსეთის ქართული დიასპორის ტელეგრამის არხი იტყობინება.

მანამდე ბიზნესსაბჭოს დელეგაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტს სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.

ცნობისთვის, გზა „ზემო ლარსის“ გავლით ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს. ერევანი, მოსკოვი და სოხუმი ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნას პერიოდულად ემხრობიან.