1-ელი იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, მიკოლაივსა და ოდესაში. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები სამოქალაქო ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
“ღამით მტერმა ლვოვში ეროვნული მეხსიერების ორ ობიექტს დაარტყა: უნივერსიტეტს დუბლიანში და რომან შუხევიჩის მუზეუმს ბელოგორიაში. სიმბოლურად და ცინიკურად. ომი ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლვოვის მერმა.
რუსულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოდესაშიც. თავდასხმის გამო, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში, ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსშიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.