რომის პაპმა ვატიკანში სააღდგომო მესა აღავლინა

19
Pope Francis listens to the chanting of the Gospel during the Easter Vigil Mass in St. Peter's Basilica at the Vatican April 8, 2023. (CNS photo/Chris Warde-Jones)
spot_img

რომის პაპმა სააღდგომო მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა. მსახურება 2 საათი გაგრძელდა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 6 000-მდე მომლოცველი მონაწილეობდა.

ქადაგებისას, რომის პაპმა ქრისტიანებს ლოცვისა და რწმენის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„დებო და ძმებო, ამ წმინდა ღამეს, როდესაც იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, ეკლესია თავის შვილებს მთელს მსოფლიოში ლოცვისკენ მოუწოდებს. ყველას აქვს მომენტი, როდესაც ვგრძნობთ ტკივილს, სისუსტეს და იმედგაცრუებას, ეს დღე კი არის სიხარულის და იმედის გზაზე დადგომის დღე“, – განაცხადა რომის პაპმა.

კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.