სამშაბათი, მაისი 30, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიორომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა

spot_img

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა. ახალი რეგულაციებით, ისინი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე შეძლებენ.

კერძოდ, საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის როლში შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება.

ასევე, ფრანცისკეს განკარგულებით, 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.

ამ ნაბიჯით პაპი ცდილობს, სინოდი გახდეს ნაკლებად საეკლესიო იერარქიული კრება. პაპი იმედოვნებს, რომ ამ 70 პირიდან ნახევარი მაინც ქალები იქნებიან.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები