,,როგორი პროგნოზირებადები არიან პუტინიც, ოპოზიციაც, მათი გარე მოკავშირეებიც”- ამირან სალუქვაძე

86
spot_img

როგორი პროგნოზირებადები არიან პუტინიც, ოპოზიციაც, მათი გარე მოკავშირეებიც… რუსეთმა მის მიერ 4 წლის წინ დაწესებული სანქცია თავადვე გააუქმა. აქედან ხომ ვერ ეტყოდნენ არ გააუქმოო? კრემლი რამდენიმე თვეა ამ საკითხის მოთელვას აკეთებს. ჰქონდათ რამდენიმე შემამზადებელი განცხადება, რეაქციების დასატესტად. დღეს გამოაცხადეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დაირაზმა ოპოზიცია, პრეზიდენტი, გარედანაც კეთდება გაუგებარი განცხადებები. რას ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან? საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნას პრობლემები, შეზღუდვები დაუწესოს? აბსურდია. სანქცირებული რუსული საავიაციო კომპანიები ისედაც ვერ იფრენენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ეს ხომ გაცხადდა? მაშ რა უნდათ? პირველი, რაც აწყობს რუსეთსაც და ოპოზიციასაც, ესაა კანდიდატის სტატუსის ჩაგდება, პუტინის მიერ გადმოგდებულ “სატოპკეზე” დაყრდნობით. მეორე ვარიანტი. საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ რუსეთისთვის სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გაუქმებული სავიზო რეჟიმის დაწესებას. როგორც კი საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ანუ რუსეთს სანქციას დაუწესებს, კრემლის პროპაგანდა ჩაირთვება: ჩვენ ვიზები გავუუქმეთ, იმათ კი დაგვიწესესო. რა მოჰყვება რუსეთის მხრიდან? მარტივი გამოსაცნობია: რუსეთი შემოიღებს ეკონომიკურ სანქციებს. გარანტირებულად. ვინმე ფინანსურად დაგვაზღვევს ამ სანქციებისგან? არა. ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მართავენ აქციას. რას ითხოვთ მინისტრისგან? წადით და შვეიცარიის საელჩოს წინ ჩაატარეთ აქცია, იქაა რუსეთის საელჩოს განყოფილება. თუ პუტინის ეს გადაწყვეტილება არ გაწყობდათ, რა არის სახმაურო? ვისაც ქართული ნაწარმი (ღვინო, ვაშლი და სხვა) გაჰქონდა, ისედაც დადიოდნენ და ახლა გაუმარტივდებათ. ვინც არ დადიოდა რუსეთში, ისედაც არ ივლიან. იქ ვინ ელოდებათ?! რუსეთის მოქალაქეებს, ასჯერ შეგახსენებთ, თქვენ, ოპოზიციამ მიეცით მწვანე შუქი. მოკლედ, ხმაურის თემა მოგეცათ, უფრო სწორად მოგცათ.“- წერს ამირან სალუქვაძე