როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21
spot_img

13 მარტს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +10, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +14 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.