“არ მგონია, საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, ბირთვული ომისთვის ჩვენ მზად ვართ”

181
spot_img

სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით რუსეთი მზადაა, ბირთვული ომისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, არ თვლის, რომ „ახლა ყველაფერი აქეთკენ მიდიოდეს.“

„სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ის ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში გვაქვს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ამერიკა უკრაინაში ჯარისკაცებს გააგზავნის, რუსეთი ამას ქვეყანაში ინტერვენციად განიხილავს.

„ბაიდენს და სხვებს საკმარისი სპეციალისტები ჰყავთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სფეროში სტრატეგიული თავშეკავების ნაწილში. ამიტომ, არ მგონია, რომ საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ ბირთვული ომისთვის მზად ვართ”, – ამბობს პუტინი.