,,რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა, სავარაუდოდ, სამ წლის შემდეგ დასრულდება”- ირაკლი კობახიძე

29
spot_img

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობა, სავარაუდოდ, სამ წლის შემდეგ დასრულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველადი გეგმით, საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს დაახლოებით, ერთი წელი სჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტირებასა და მშენებლობას – დაახლოებით, სამი წელი.

„პირველი ერთი წელი დაიზოგება, იქიდან გამომდინარე, რომ შენობის დემონტაჟი საჭირო არ იქნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, სამი წლის თავზე შესაძლებელი იქნება მშენებლობის დასრულება. ანუ, სამწლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.