,,მოსკოვმა შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია”-  დმიტრი მედვედევი

29
spot_img

რუსეთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი რუსებს მოუწოდებს, სათანადოდ იმოქმედონ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ.

მედვედევის თქმით, მოსკოვმა შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

„ჩვენ შევეჩვიეთ გაუთავებელ შეზღუდვებს და ვისწავლეთ მათთან ერთად თანაცხოვრება. დასავლური, ახალი სანქციები მიმართულია არა მხოლოდ ხელისუფლების ან ბიზნესის, არამედ რუსეთის მთელი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიზეზი გასაგებია. რუსეთმა, დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე – „თუ ომია, ომი იყოს“, – აცხადებს მედვედევი. 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-13 პაკეტში დაამატა 27 ახალი ორგანიზაცია, რომლებიც უშუალოდ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.

თავის მხრივ, რუსეთმა კონტრსანქციებით უპასუხა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.