რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალია შეკრებილი. ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის დემონტაჟი არ მოხდეს.
მედიკოსები პირადად პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ექიმების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდება.
როგორც ექიმი ნინო თათარაშვილი აღნიშნავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით, ექიმებმა ღია წერილით, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც მიმართეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 7თებერვალს სქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და გამოსწორებას საჭიროებს. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს.
ინფორმაციისთვის, თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.