“რეკომენდაციებიდან რაღაც შესრულებულია, რაღაც არა, მაგრამ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ შეიძლება, შესრულებულად ჩაითვალოს”

166
spot_img

რეკომენდაციებიდან რაღაც შესრულებულია, რაღაც არა, მაგრამ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ შეიძლება, შესრულებულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის „ტვიტერთან“ დაკავშირებით, სადაც მიშელი წერს: „ახლა დროა, შესრულდეს პრიორიტეტები, რომელიც არის გასაღები სტატუსის მისაღებად“.

„კონსულტაციები თუნდაც ზრდილობისთვის არ მიმდინარეობს და მგონი, ეს შესრულებულად არ ჩაითვლება, რადგან თავად ევროპელები გვეუბნებიან, ერთად იმუშავეთო. თუ ეს არ მოხდება და ოპოზიციის მხრიდან მიღებული არ იქნება ის, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს და აქეთ მხარეს ნეგატიური პოზიცია იქნება, შესრულებულად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.