“რჩება ლეგიტიმურ მოთხოვნად, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ შეზღუდვები” – არჩილ თალაკვაძე

16
spot_img

მოსამართლეებზე შეზღუდვების თუ სანქციების შემოღება ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სახელმწიფომ მოითხოვა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შეზღუდვები დაწესდა. დღემდე საზოგადოებამ არ იცის თუ რა იყო საფუძველი. რჩება ლეგიტიმურ მოთხოვნად, რომ ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ შეზღუდვები, ვინაიდან დღემდე ეს შეზღუდვები არ არის დასაბუთებული და თუ არ არის დასაბუთებული, შესაბამისად არც სამართლიანი არ გახლავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის საელჩოს მიმართავს – გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.