მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში იარაღის საწყობები გაანადგურეს – ისრაელის თავდაცვის ძალები

18
spot_img

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ღაზას სექტორში 25-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის იარაღის საწყობებს, დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სამხრეთით მდებარე ხან-იუნისში ბრძოლა გრძელდება და „კომანდოს“ ბრიგადის ჯარებმა ქალაქში, გასული დღის განმავლობაში, რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, ხან-იუნისის გარეუბანში, ალ-კარარაში, კიდევ რამდენიმე ტერორისტი გაანადგურეს, მათ შორის საჰაერო იერიშების შედეგად.