“რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ” – ირაკლი ზარქუა

29
spot_img

რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„სანამ საქართველო იქნება მართლმადიდებლური და სანამ ქართველი კაცი იცხოვრებს აქ, ამ ხელმოცარულებს არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები გარყვნან. რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ. დანარჩენი, ვინ და რომელი ქვეყანა რა გზას ადგას, ეს მათი საზოგადოების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ზარქუამ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით – „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ და ამ წიგნის დამფინანსებლები არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).