რუსთავში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს

49
spot_img

რუსთავში 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა.

ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული  ჭრილობა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. მოკლული ადგილობრივი არაა. როგორც ისინი ამბობენ რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.