„რატომ აღარ შეუძლია ამერიკას ყველაფრისადმი ყურადღება და კონტროლი” – Foreign Affairs

48
spot_img

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აღარ შეუძლია ამერიკას ყველაფრისადმი ყურადღება და კონტროლი: ვაშინგტონმა არჩევანი მთავარსა და პრიორიტეტულს შორის უნდა გააკეთოს“ (ავტორი – სტივენ ვერტჰაიმი – პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავისი ფუნქციების შესრულებას იმ განზრახვით შეუდგა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის სტრატეგიული აქცენტი მიეცა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ამერიკას დაჰპირდა, რომ ბოლოს მოუღებდა მსოფლიოში მიმდინარე უსასრულო ომებს და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას მოსახლეობის სასარგებლოდ განახორციელებდა. მართლაცდა, თავისი მმართველობის პირველივე წელიწადს ჯო ბაიდენმა შეწყვიტა ავღანეთის ომი და აშშ-ის სამხედრო ძალები ქვეყნიდან გაიყვანა, შეეცადა, რომ სწორად დაებალანსებინა აშშ-ის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში და სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები განევითარებინა რუსეთთან. ლოგიკის კარნახის თანახმად, ამერიკა უარს იტყოდა დედამიწის ცალკეულ რეგიონების პრიორიტეტებზე და ყურადღებას მიაპყრობდა იმ საერთო პრობლემებს, რაც თვითონ აშშ-ის ინტერესებსაც ემსახურებოდა: ჩინეთთან კონკურენციას, ტრანსეროვნული საფრთხეების განეიტრალებას – როგორებიცაა კლიმატის ცვლილებები და პანდემიები.

დრეს ჩამოთვლილი პოზიცია-ხედვებიდან არაფერია დარჩენილი: შეერთებული შტატებია ფაქტობრივად ჩაბმულია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ომებში, ანუ იმ რეგიონებში, სადაც ვაშინგტონი ყველაზე მეტად აპირებდა ცივილიზებულ მოქმედებას. უფრო მეტიც – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ურთიერთობა ჩინეთთან და რუსეთთან, რომ მეორედ 1945 წლის შემდეგ, წარმოიქმნა პერსპექტივა მსხვილ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი დაწყებულიყო.

რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში ამერიკას ვერ დავადანაშაულებთ – სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, ხოლო „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს. ასეთი დრამატული მოვლენების წინასწარმეტყველებას ერთი წლით ადრე ვერავინ ვერ შეძლებდა. მაგრამ ამერიკის ოფიციალური პირების მაინც პასუხისმგებლები არიან იმაში, რომ დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები არასწორად წარმართეს, მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, მსოფლიოს რიგი რეგიონები, ამერიკის შიშით, წყნარად იქნებოდნენ და სიტუაცია უყურადღებოდ მიატოვეს.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ასეთ საგარეო პოლიტიკურ ტენდენციას თავისი მიზეზები ჰქონდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ პენტაგონმა ჩამოაყალიბა აშშ-ის გლობალური დომინირების საფუძვლები, რომლის თანახმად, ვაშინგტონმა უნდა შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა მსოფლიოს უმრავლეს რეგიონებში, რათა იქ სხვა ქვეყნების ყოფნა არ დაუშვას და ამით კონკურენცია თავიდან აიცილოს; შეაკავოს მეტოქეების გამოჩენის ალბათობა და იმ დონის მშვიდობა შეინარჩუნოს, რომელიც ამერიკელებისთვის გონივრული იქნება.

ერთპოლარული (ერთპოლუსიანი) მსოფლიოს ეპოქა დასრულდა, ამიტომ აშშ ამჟამად სერიოზული არჩევანის წინაშე დგას: ან შეამციროს თავისი სამხედრო ხარჯები და რისკები, ან ყველგან და ყველაფერში გლობალური პირველობა შეინარჩუნოს, მაგრამ იმავდროულად „ერთი კრიზისიდან მეორეში იხტუნაოს“.

აშშ-თვის ყველაზე მეტად სასარგებლო პირველი ვარიანტი იქნებოდა: ვაშინგტონმა უნდა დაიოკოს თავისი საგარეო პოლიტიკური მადა და შეამციროს თავდაცვითი ვალდებულებები სხვა ქვეყნების მიმართ (ძირითადად ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების მიმართ), რათა უზრუნველყოს ამ რეგიონების სტაბილურობა. კერძოდ, თეთრმა სახლმა უნდა გადაანაწილოს პასუხისმგებლობის ტვირთი საკუთარ და მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე.

იმავდროულად ვაშინგტონმა არ უნდა აიღოს ისეთი ახალი ვალდებულებები, რომლებიც ამერიკელების ინტერესებს დააზარალებს. კერძოდ, თეთრმა სახლმა თავი უნდა აარიდოს თავდაცვითი ხელშეკრულების დადებას საუდის არაბეთთან და მტკიცედ შეიკავოს თავი ნატოში უკრაინის მიღებისაგან.

აშშ-ის აყვავება-განვითარებისათვის გლობალური სამხედრო ბატონობა სასურველი არ არის. თუ ვაშინგტონისთვის რაიმე არის აუცილებელი, ესაა მხოლოდ თავისი ლიბერალური დემოკრატიის გადარჩენა, პარტიული პოლიტიკის გარდაქმნა და ამერიკელი ხალხის ნდობის აღდგენა. მუდამ ყველაფერში პირველობის მცდელობა ამ დიდი ამოცანების რეალიზებას უკან სწევს. შედეგად კი საბოლოოდ ისეთი საგარეო პოლიტიკა ტარდება, რომელიც მუდმივად გამოდის კონტროლიდან, ქვეყანა კი თვითკრიტიკისა და თვითკონტროლის გრძნობას კარგავს.

წყარო