“რამე უფრო კრეატული ვერ მოიფიქრეთ ხომ, ჯერ კიდევ სსრკ-დან შემორჩენილი შტამპებით რომ მუშაობთ?-ირაკლი მელაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას”

41
spot_img

“ეს ხომ თქვენი საკუთარ პარტიაა? მანდ ხომ თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ ირჩევთ თუ როგორ მართოთ? ჰოდა, როცა მანდაც კი მალულად, თქვენივე პარტიის წევრთა უმრავლესობის მოსაზრების სრული იგნორირებით, ვინც ხმა მისაც ხაბეიშვილს, ვიღაცა, ბოდიში და თავის ხოშზე ცვლის პარტიის თავმჯდომარეს და ესეც ცხვარივით თანხმდება, თქვენგან დაპირებული რა დემოკრატიული მართვა უნდა დაიჯეროს ადამიანმა?”-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარის თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.”

რამე უფრო კრეატული ვერ მოიფიქრეთ ხომ, ჯერ კიდევ სსრკ-დან შემორჩენილი შტამპებით რომ მუშაობთ? ახალგაზრდებისთვის, კომუნისტების დროს მაღალი რანგის პარტიულ თუ სახელმწიფო თანამდეობებს, როგორც წესი, მხოლოდ სამ შემთხვევაში ტოვებდნენ: გარდაცვალება, ციხე და “ჯანმრთელობის მდგომარეობა”.

ჰოდა, ტრადიცია გრძელდება და ასეთი ტიპის პარტიები ბევრს ნუ გვემეტყვლებით ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით მართვაზე. ჯერ საკუთარი პარტიიდან დაიწყეთ, იქ მოუარეთ კულუარულ და გაუმჭვირვალე მმართველობას, იქ დაამტკიცეთ, რომ პატივს სცემთ თუნდაც საკუთარ პარტიულ ამომრჩეველს და მერე მოითხოვეთ საზოგადოებისგან დაიჯეროს თქვენი დაპირებები, ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში დემოკრატიული მმართველობის დამყარების თაობაზე .

ეს ხომ თქვენი საკუთარ პარტიაა? მანდ ხომ თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ ირჩევთ თუ როგორ მართოთ? ჰოდა, როცა მანდაც კი მალულად, თქვენივე პარტიის წევრთა უმრავლესობის მოსაზრების სრული იგნორირებით, ვინც ხმა მისაც ხაბეიშვილს, ვიღაცა, ბოდიში და თავის ხოშზე ცვლის პარტიის თავმჯდომარეს და ესეც ცხვარივით თანხმდება, თქვენგან დაპირებული რა დემოკრატიული მართვა უნდა დაიჯეროს ადამიანმა? ჩემთვის სულერთია ვინ ვისი “შნირია” თუ ვინ ვისი თოჯინაა, ვინ კეზერასი, ვინ ბიძინასი, თუ ვინ კიდევ სხვისი!

P.S. ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარედ დაყენება ნიშნავს იმას, რომ ენმ ახლა მთელ თავის რესურსს საგარეო აქტიურობას მოახმარს, განსაკუთრებით აშშ-ში, რათა “ქართული ოცნების” მიმართ სანქციები მაქსიმალურად გამკაცრდეს. თინა წლები მუშაობდა NDI-ში, საკმაოდ კარგი კავშირები აქვს აშშ-ში, ბრწყინვალედ იცის ინგლისური და ამ კუთხით სააკაშვილის პარტიისათვის გაცილებით მომგებიანი კანდიდატია ვიდრე ხაბეიშვილი, რომელსაც არც ერთი ეს თვისება არ აქვს.
ხაბეს როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკაში მხოლოდ ტორპედოს ფუნქცია დარჩა, რათა მელიაზე დაეტაკებინათ და ნიკა გაეტანათ პარტიიდან. მოკლედ მავრმა გააკეთა თავის საქმე და მავრი უნდა წავიდეს! ნუ, სიაში ალბათ მაინც ჩასვამენ. კეზერ, რა დაუნდობელი ყოფილხარ ბიჭოო!🤣🤣🤣🤣🤣“- წერს მელაშვილი.