,,რადიკალური ოპოზიცია არის საქართველოს ოპოზიცა და არა ჩვენი – უმრავლესობის და „ქართული ოცნების“ ოპოზიცია” – თალაკვაძე

12
spot_img

როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი ლობისტები უფრო მეტად ემუქრებიან საქართველოს და უფრო უხეშად ემუქრებიან თავის ხალხს და თავის ქვეყანას, ვიდრე საერთოდ რომელიმე პოლიტიკოსი – თუნდაც ის, ვინც სანქციებზე ან სხვადასხვა ტიპის საპასუხო რეაქციებზე საუბრობს ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რადიკალური ოპოზიცია უფრო მონდომებულია, რომ საქართველო დაზარალდეს და მაქსიმალურად დაკარგოს თავისი ეკონომიკა, ვიდრე ისინი, ვინც მმართველ გუნდს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს.

„გაუგონარი განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც არ გაუბედავს ამ წლების განმავლობაში არავის. ჯერ გიორგი გახარიას პარტიის [მხრიდან] და დღეს მთელი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებდა, რომ თითქოს საუბარი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, თითქოს ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, იმისთვის რომ ხელისუფლება როგორმე დაგვსაჯონ გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის. ამის მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რა პატრიოტიზმზე, რა სამშობლოზე უნდა ველაპარაკოთ ამ ადამიანებს? ესენი არიან საქართველოს ოპოზიცია და არა ჩვენი, უმრავლესობის და „ქართული ოცნების“ ოპოზიცია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.