,,არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება მოხდება”- ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

10
spot_img

არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ეს სავარაუდოდ, შემოდგომით იქნება , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე “პალიტრანიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს სავაურდოდ, ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ან მის შემდეგ მოხდება.

„როცა იქნება ახალი კომისია, ახალი კომისიის სისწრაფიდან გამომდინარე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ან მის შემდეგ, მე პირადად ვიფიქრებდი და ვიმედოვნებდი, რომ ასე მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა მან.