უკრაინისადმი დასავლურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარი – ამ სათაურით ანალიტიკურ სტატიას CNN-ი აქვეყნებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების დაბლოკვის ფონზე, ვლადიმერ პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს, წერს საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ნიკ უოლში.
სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები კიევშიც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, კვლავ განხეთქილებაა.