ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა

23
spot_img

ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და დაშავა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.

შუახნის მამაკაცს დაზიანება თავისა და ხელის არეში აღენიშნება. პაციენტს კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.