ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და დაშავა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.
შუახნის მამაკაცს დაზიანება თავისა და ხელის არეში აღენიშნება. პაციენტს კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.