“ყველა ამას ამბობს, რომ ისინი შიგნით არიან – გვინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ”- ვაშაძე

22
spot_img

უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტი სხდომაზე [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები], სიმართლე ყოფილა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში უკვე იმყოფებიან.

ვაშაძის თქმით, “ყველა ამას ამბობს, რომ ისინი შიგნით არიან”.

„მინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ – ახალგაზრდები ამბობენ, რომ გავუნაწილებთო. ყველა ამას ამბობს, რომ შიგნით არიან [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები] და ხომ ვნახავთ? უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტი სხდომაზე, ალბათ, სიმართლე ყოფილა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს“.

„ეს კანონი ყველა მისი მუხლით არის რუსული და მას შერბილება და შელამაზება არ უშველის. ამიტომ მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, ნახავთ, რომ ის სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს. კონსტიტუციაზე წინ დააყენეს საკუთარი თავი. არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეგეც და ყველა“, – აღნიშნა ვაშაძემ.