ყარაბაღელი ლტოლვილების მასობრივი შედინების გამო სომხეთი დახმარებას ევროკავშირს სთხოვს. ინფორმაცია იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონმა გაავრცელა.
მანამდე სომხეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ სომხეთში ყარაბაღიდან უკვე გადავიდა 100 ათასზე მეტი ადამიანი. სულ ყარაბაღის რეგიონში 120 ათასამდე სომეხი ცხოვრობდა.