ქარტია პრეზიდენტის გასართობია, სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება -იაგო ხვიჩია

6
spot_img

სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ქარტია პრეზიდენტის გასართობია.

„ქარტია პრეზიდენტის გასართობია, რითიც მან ოპოზიციის რიგებში შეღწევა მოახერხა. ახლა კი წინასაარჩევნოდ მათ აფეთქებას ცდილობს. მას პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია და ახლა ზოგად სადღეგრძელოებს ვისმენთ. სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა და ეს არჩევნებამდე მოხდება, ამ ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„Რაც შეეხება ნინო ლომჯარიას კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილისგან მაგარი სვლა იქნება – როგორ დაუნიშნავს პრემიერობის კანდიდატად ლომჯარიას, რომელიც ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველად არჩეული ჰყავდა თავისივე ფეიკი პრემიერის მიერ. იმ პრემიერის მიერ, რომელიც ოპოზიციაში გაუშვა და მას ლომჯარიაც მიჰყვა. ახლა ორივეს ოპოზიციის პრემიერად ერთად აბრუნებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.