ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში -ბრანისლავ ონდრუში

41
spot_img

ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად და აქტიურად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„მართალია ევროპარლამენტს 720 წევრი ჰყავს, თუმცა მე იმ მცირე რაოდენობაში ვარ, ან შეიძლება ერთადერთიც კი ვარ, ვინც საქართველოში 10 წელია მუშაობს. მთელი ათწლეულის განმავლობაში, მე ვხელმძღვანელობდი ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც თანამშრომლობენ ქართველ ექსპერტებთან. ჩვენი საერთო მიზანია, რომ მოვამზადოთ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ცვლილებებზე, რითაც საქართველო სისტემატურად ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე სხვა ქვეყნების გაწევრიანების წინარე პროცესებშიც ვარ ჩართული, შედარების შესაძლებლობა მაქვს. ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად და აქტიურად მოქმედებს, როგორც საქართველო თავის გაწევრიანების წინა პროცესში“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.