„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილს დაუზიანეს ავტომობილი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”

135
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს „ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ და ამ ფორმით შეხვედრის ჩაშლა სცადეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დაპირისპირების დროს ლევან ხაბეიშვილს დაუზიანეს პირადი ავტომობილი, ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადაია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული. სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი, თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.