„ქართული ოცნების“ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ასუსტებს” – გიგა ბოკერია

45
spot_img

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ერთადერთი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავებს მუდმივად უნდა დავუსვათ, არის, თუ რატომ შეიძლება, რომ ჩვენი სახელმწიფოს მტერი აქებდეს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, რითაც ის მარგარიტა სიმონიანის მიერ „ქართულ ოცნებაზე“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მტერს, ვისაც ჩვენი სახელმწიფოს განადგურება უნდა, ვინც გენოციდი მოგვიწყო აფხაზეთში, ვინც ცხინვალში ეთნიკური წმენდა მოაწყო 2008 წელს, გული მოუტრიალდა საქართველოსკენ? – ეს უნდა გამოვრიცხოთ, ასე არ არის და შეუძლებელია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამის ერთადერთი ახსნა არსებობს, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ჩვენს მტერს აწყობს.

„ეს ნაბიჯები ჩვენ მათი მომავალი აგრესიის წინაშე გვასუსტებს, ანუ რუსეთს ჩვენი დასუსტება მოსწონს, ის, რომ არანაირ ნაბიჯებს არ ვდგამთ დაცულობისკენ, რადგან ხვალ-ზეგ ისევ ჩვენი განადგურება უნდა.

ეს ვლინდება კონკრეტულ ამბებში, პუტინისტური პოლიტიკური შრის, ეკონომიკური გავლენისა და უსაფრთხოების სფეროში ინფილტრაციის გაზრდაში საქართველოს შიგნით. ასევე ნატოს საკითხზე არა თუ მინიმალურ, არამედ არანაირ აქტიურობაში და მისკენ ნაბიჯების გადაუდგმელობაში. პირიქით, ნატოსა და მის გაფართოების სურვილს აბრალებენ უკრაინაში ომის დაწყებას. ეს ყველაფერი არის, რაც აწყობს რუსეთს და სწორედ ამას აკეთებს ეს რეჟიმი“, – აღნიშნა ბოკერიამ.