“ქართული ოცნების“ აზრით, ჩვენ ძალიან ცელქი პრეზიდენტი გვყავს და სწორედ ამიტომ ცდილობენ ამ სიცელქის მოთოკვას საკონსტიტუციო სასამართლოში”

238
spot_img

„ქართული ოცნების“ აზრით, ჩვენ ძალიან ცელქი პრეზიდენტი გვყავს და სწორედ ამიტომ ცდილობენ ამ სიცელქის მოთოკვას საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს.

„ზოგადად, იმის გამო, რომ „ოცნებას“ არ მოსწონს, არ ველოდებოდი, რომ გრაფიკს შეიცვლიდა ქალბატონი პრეზიდენტი და, ვთქვათ, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩაინიშნა, არსებულ ვიზიტებს გადადებდა. მე ვხედავ ზოგად პროცესებს, რომ ეს ვიზიტები არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“ და საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის პრეზიდენტს. დანარჩენი ვნახოთ, როგორ აეწყობა, რამდენად მოახერხებენ „ქოცები“ 100 დეპუტატის პოვნას, თორემ საკონსტიტუციო სასამართლოში დიდი სირთულეები მგონი, „ქოცებს“ არ ელოდებათ.

მგონია, ქალბატონი სალომე გულწრფელია იმაში, რომ ფიქრობს, კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ასე თუ უყურებ, მაშინ შენ არ უნდა დაგაბრკოლოს ფიქრმა შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.