პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას-ოლაფ შოლცი

76
spot_img

პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება , – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით ევროპელი ლიდერების მოლაპარაკების ერთ-ერთი უმთავრესი თემა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება იქნება.

„ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ უკრაინის სასარგებლოდ გამოვიყენებთ გაყინულ რუსულ აქტივებს. ამ თანხიდან ევროკავშირმა პირველ რიგში, უნდა შეიძინოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას ასე სჭირდება თავდაცვისთვის“, – განაცხადა მან.